მარნეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს – ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავდნენ ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ასევე მგზავრები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.