ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, 29 აპრილს, გამთენიისას, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მძღოლი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.