ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ბენზინმზიდი ავტომობილი დაეჯახნენ. გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს ავტომშენებლების გამზირზე მოხდა.
როგორც უწყებაში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
