სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.