თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი სააგენტოს ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
ფოტო მთავარ სლაიდზე: კახეთის ხმა
