თელავში, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზაზე მოცურდა, ხეს შეეჯახა და ორივე პირი ადგილზე დაიღუპა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
