წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ გეგუთში მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.