ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, გარდაცვლილი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლია.
ინფორმაციას ადასტურებს შს სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.