LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

483
ავარია-3

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავარიას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ.

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g