ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რაგბისტი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე თურქეთში გამოკვლევებზე იმყოფებიან.
როგორც გიორგი ლომინაძის დამ, კატო ლომინაძემ “ფორტუნას” განუცხადა, გიორგის ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო, რადგან ორგანიზმში ინფექციაა შეჭრილი. რაც შეეხება მისი მეუღლის, ნუცას მდგომარეობას, ჯერჯერობით, მისი ზუსტი მდგომაროება დადგენილი არ არის. იგი მკურნალობას გადის.
“ამჟამად გიორგი და მისი მეუღლე თურქეთში იმყოფებიან გამოკვლევებზე. გიორგის ოპერაცია დაგეგმილი იყო გუშინ, მაგრამ ორგანიზმში ინფექცია არის შეჭრილი და ხუთშაბათ-პარასკევამდე გადაიდო. ნუცას დიაგნოზი კი ჯერჯერობით, ზუსტად დადგენილი არ არის, ერთადერთი რასაც ამ ეტაპზე ექიმები ამბობენ, არის ის, რომ შესაძლოა, ნუცამ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგოს”, -აცხადებს კატო ლომინაძე.
მისივე თქმით, თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად გიორგი ლომინაძეს და მის მეუღლეს 300 ათასი ლარი სჭირდებათ.
ავარიის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი:
ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი : BAGAGE22
მიმღები: დავით ლომინაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი : GE68BG0000000733092800
ან დარეკეთ : 0901701140 , ზარის ღირებულება 1 ლარი