პოლიციელი, რომელიც ხაშურის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავდა, მართვით სუნთქვაზეა. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაშია. საპატრულო ეკიპაჟის მანქანას, რომელიც გზისპირა ზოლში იყო გაჩერებული, ავტომაგისტრალზე ტრაილერი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო ავტომაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა
შედეგად, მანქანაში მყოფი სამართალდამცავები დაშავდნენ, ერთ-ერთი კი, მძიმე მდგომარეობის გამო ქარელიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოაფრინეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.