LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – შსს-მ გასულ ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

231
დაკავება

გასულ ღამეს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, პოლიციამ 1 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 2002 წელს დაბადებული ი.ს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უკნიდან შეასკდა მანქანა… მოტრიალდა და მტკვარში გადავარდა“ – რას ჰყვება მტკვარში გადავარდნილ ავტომობილზე თვითმხილველი

ბოლო ინფორმაციით, მტკვარში სამ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ

ვიდეო: „ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“ – რას აცხადებენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ

ცნობისათვის, მდი­ნა­რე მტკვარ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დღეს მტკვრის კა­ლა­პოტ­ში წყლის დონე ბუ­ნებ­რივ ნიშ­ნუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რეს.

ფოტო სლაიდზე: Ambebi.ge

magti 5g