ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია „რანდი“ დეკემბრში განახლებულ სალონს გახსნის. ახალი მაღაზია, ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე სავაჭრო-ცენტრ ,,ბათუმი ცენტრალში’’ განთავსდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მერაბ ჭეიშვილმა განუცხადა, 2500 კვ.მ.-ზე. განლაგებულ ”შოუ რუმში” წარმოდგენილი იქნება ყველა კატეგორიის 300 ნივთი, მათ შორის, საბავშვო ავეჯი. ფასები სახეობების მიხედვით 20 ლარიდან 2400 ლარამდე იმერყევებს.
მისი თქმით, ,,რანდი’’-ის კუთვნილი საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით არის აღჭურვილი. ავეჯის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.
”ბათუმის ბაზარზე უპრეცენდენტოა ასეთი მასშტაბის ავეჯის სალონი. სრული ასორტიმენტისა და ხელმისაწვდომი ფასის საშუალებით მომხმარებელი აუცილებლად იპოვის მისთვის საჭირო ნივთს ერთ სივრცეში,”- განაცხადა ჭეიშვილმა
„რანდი“, 1995 წელს ქალაქ ბათუმში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და კარების წარმოება–რეალიზაციაა. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას.
საწარმოში და მომსახურების სფეროში 150–მდე პროფესიონალი კადრია დასაქმებული. ამ დროისთვის, ,,რანდი’’ ორი მაღაზიით თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.