LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯის სახლი „აპოლო“ წარმოებას აფართოებს

298
A5-apolo-03

ავეჯის სახლი „აპოლო“ 15 წელია საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ცვლილება განახორციელა იმისათვის, რომ მომხმარებელი ევროპული ხარისხის ავეჯით უზრუნველყოს. მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება თურქეთისა და რუმინეთის წამყვან საამქროებში; შეიცვალა და ეროპული სტანდარტის დანადგარებით განახლდა საამქრო თბილისში. ავეჯის წარმოებაში ერთ-ერთი ასეთი განახლება პანდემიის პერიოდის მიუხედავად, თიბისის მხარდაჭერით განხორცილდა, კომპანიამ ავეჯის წარმოებისთვის ახალი დანადგარები შეიძინა. 

„აპოლოში“ საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის საოფისე და საოჯახო ავეჯის შეძენა შეიძლება, გარდა რბილი ავეჯისა.  შესაძლებელია, ასევე ავეჯის მომხმარებლის გემოვნებისამებრ შეკვეთაც.

„ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, შექმნილი ვითარების გამო, როგორც ჩანს, ხალხი შოუ-რუმებში მოსვლას ერიდება და უპირატესობას ადგილზე მომსახურებას ანიჭებს. ჩვენ მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, როგორც მომსახურების მხრივ, ისე პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით,“ – ამბობს „აპოლოს“ დამფუძნებელი კობა დარჯანია.

„აპოლოს“ ავეჯის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი, ახლახანს კი, კომპანიამ “თბილისი პავილიონში” კიდევ ერთი შოუ-რუმი გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g