სოციალურ ქსელში მამა-შვილის ემოციური ფოტო გავრცელდა. ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიიდან დაბრუნებულმა მამამ შვილს საბავშვო ბაღში მიაკითხა.
ფოტოზე კარგად ჩანს პატარა დათას ემოციები. მონატრებული მშობლის მოულოდნელი ვიზიტით გახარებული პატარა ცრემლებს ვერ იკავებს.
ვითარება თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ხდება. ფოტოს სოციალურ ქსელში მილიტარიუმი ავრცელებს.