ავღანეთის ცენტრალურ პროვინციაში, პრეზიდენტ აშაფ ღანის კამპანიის დროს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „1tvnews“ ავრცელებს.
აფეთქებისას მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, 31-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას საავადმყოფოს მთავარი ექიმი, აბდულ ქასიმი ადასტურებს.
„აფეთქება თვითმკვლელმა თავმდამსხმელმა მოაწყო, რომელიც მოტოციკლზე იჯდა“, – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ნასრატ რაჰიმი. მისივე თქმით, ღონისძიება შეტევის მიუხედავად მაინც გაგრძელდა.