ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარგარეტ ჰარისი, რომ ავღანეთში, არასაკმარისი კვების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაძლოა, 3.2 მილიონი ბავშვი დაზარალდეს, აქედან 1 მილიონის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ეს რთული ბრძოლაა, რადგან ქვეყანას შიმშილი ეუფლება. მსოფლიომ ავღანეთს ზურგი არ უნდა შეაქციოს“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მდგომარეობას ართულებს წითელათი ინფიცირების გახშირებული შემთხვევებიც.
„ბავშვებისთვის, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან, წითელა არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ გარდაცვალების კიდევ ბევრი შემთხვევის მომსწრე გავხდებით, თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ჰარისმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის წითელას 24 000 კლინიკური შემთხვევაა დაფიქსირებული.