LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში ომი დასრულდა – სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით, სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა ამოიწურა: ჯო ბაიდენი

73
ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთში ომი დასრულდა და მან უარი თქვა ომის კიდევ ერთი ათწლეული დაეწყო. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, გასული 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 800 000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობდა, აქედან 2 461 დაიღუპა, მათ შორის, კი 13 – გასულ კვირაში.

„არ ვაპირებდი ამ სამუდამო ომის გაგრძელებას, ამ ომის დასრულების დრო იყო,“- განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ამერიკელს სამხედროებს ავღანეთიდან 120 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუირების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ავღანეთიდან გაიყვანეს იმ ამერიკელების 90%-ი, ვისაც ქვეყნის დატოვება სურდა, ასევე ათასობით ავღანელი დიპლომატი და დამხმარე თანამშრომელი.

ავღანეთიდან ადამიანების გამოყვანა გაგრძელდება როგორც კი „თალიბანი“ აეროპორტს კვლავ გახსნის,“ – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ 120 000 -ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ეს რიცხვი კი ორჯერ მეტია, ვიდრე ექსპერტთა უმეტესობა ვარაუდობდა.

აშშ -ის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებაზეც მიანიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ ავღანეთში მნიშვნელოვანი გაკვეთილები მიიღო.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ მისიები მკაფიო მისაღწევი მიზნებით და არა იმით, რასაც ვერასდროს მივაღწევთ.

მეორე, ვიქნებით ორიენტირებული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე. სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა დასრულდა,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g