LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

107
1584200053-182266

ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სულ ინფიცირებულია 28 სამხედრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

ინფიცირების წყარო ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედროები სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში იყვნენ მოთავსებული. შესაბამისად, ნატოს მისიაში მყოფ სხვა ქართველი ჯარისკაცების ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g