LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთების გაძვირება ზაფხულშიც გაგრძელდება – „ჩვენ ახალი პიკი დავაფიქსირეთ“

77
passengers-US-airport-bloomberg-e1530826637430

ავიაბილეთების გაძვირება, სავარაუდოდ, ზაფხულშიც გაგრძელდება. საკითხზე Airbus-ის შვილობილი კომპანია, Skytra-ს თანადამფუძნებელი ელისა ვებერი საუბრობს, მის კომენტარს კი სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს. ვებერის ცნობით, ტრანსატლანტიკური მგზავრობის ტარიფები ივნისში პანდემიამდელ დონეს აჭარბებს.

„ჩრდილოეთ ამერიკაში ავიაბილეთების ახალი მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა. მას შემდეგ ზრდა გრძელდება და ჩვენ ახალი პიკი დავაფიქსირეთ ივნისის შუა რიცხვებში. ტენდენცია, როგორც ჩანს, გაგრძელდება“, – ამბობს ელისა ვებერი და იქვე განმარტავს, რომ ათწლეულების განმავლობაში, ავიაბილეთის ფასები მცირდებოდა მოცულობის მატებასთან ერთად, მაგრამ ახლა ისინი იზრდება.

„საწვავის მაღალი ფასები და პანდემიის შემდგომ მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნა, ავიაბილეთების ფასის ზრდას განაპირობებს. ვითარება ზაფხულში არ შეიცვლება, გვაფრთხილებენ ექსპერტები“, – წერს „ავიანიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g