LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია, რომელიც ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, უკვე ჩვენს ქვეყანაშია

54
210102583-4178806555542305-4449685385806453405-n

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიაში დაფრინავენ სამუშაოდ, სამკურნალოდ, ან უბრალოდ ტურისტული მიზნებისთვის.

Eurowings დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 4 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g