LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია შეყვარებულებს სპეციალურ რეისს სთავაზობს – საჩუქრები და სიურპრიზები ბორტზე

123
airplane-sex

უკრაინული ავიაკომპანია შეყვარებულებს სპეციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც ე.წ სიყვარულის დღეს უკავშირდება. კერძოდ, SkyUp Airlines კამპანია SkyValentine-ს შესახებ აცხადებს.

როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, SkyValentine-ს საშუალებით შეყვარებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი გრძნობა თვითმფრინავის ბორტზეც დააფიქსირონ.

„ყვავილების, ტორტის, ან LoveBox-ის ჩუქება უკვე მარტივია: თქვენ უბრალოდ სერვისი SkyUp Airlines-ის ვებგვერდის საშუალებით უნდა შეუკვეთოთ“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში. მათივე ცნობით, 8 თებერვლიდან უკვე შესაძლებელია მგზავრმა LoveBox-ის მომსახურება კიევიდან ფრენებზე შეუკვეთოს. LoveBox-ს სერვისი მოიცავს: საკონდიტრო ნაწარმს, ყვავილებს, Polaroid ფოტოს წარწერით, იტალიური ცქრიალა სიურპრიზს Fiorelli-გან, SkyUp-ის მისალოცს, მილოცვას ეკიპაჟისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g