LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია ყველა მგზავრს უფასო კოვიდ-დაზღვევას სთავაზობს

61
health-passport-Jovanmandic-GettyImages-800x445

Gulf Air ბაჰრეინის დედაქალაქ მანამიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ანახლებს. სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, რეისები 15 ივლისიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

„ჩვენ ფრენებს ბაჰრეინის სამეფოსა და საქართველოს შორის 2017 წლიდან ვასრულებთ და ეს კავკასიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ზაფხულის სეზონზე პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება და ჩვენ, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ცალკეული პოპულარული მიმართულებების აღდგენა შეგვიძლია“, – განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვალიდ აბდულჰამიდ ალ-ალავიმ.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, Gulf Air ყველა მგზავრს უფასო კოვიდ-დაზღვევას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g