ავლაბარში, ნასაკირელის ქუჩა N4-ში სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო ეკიპაჟი.
მათი ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ხანძრის გამო, ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.