ავსტრალია უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღით დაეხმარება.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა.
როგორც სკოტ მორისონმა აღნიშნა, ავსტრალია უკრაინას ლეტალურ იარაღს, ასევე არალეტალურ დახმარების მიაწვდის.
ამასთან, ავსტრალიის მთავრობა ასევე გაუგზავნის უკრაინას 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას.