ახალი საგზაო ნიშნები, რომელთა დამონტაჟებაც 5,500 დოლარზე მეტი დაჯდა – დასაწყისისთვის 8 ლოკაციაზე იმუშავებს და მათზე ერთნაირ სქესიანი წყვილები – როგორც კაცები, ასევე ქალები იქნებიან გამოსახულნი. სიახლის ინიციატორი მთავრობა გახდა და შუქნიშნებს ავსტრალიელთა უმრავლესობა მოწონებით შეხვდა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანის უფლება ერთნაირად უნდა იყოს დაცული და ეს საგზაო ნიშნებსაც ეხება. თუმცა, სიახლეს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და შუქნიშნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თუ ნუდისტების გამოსახვაც მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ ერთნაირ სქესიანთაა ქორწინების ლეგალიზაცია ავსტრალიაში ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა და შუქნიშნების დადგმაც პირველი იუბილის აღნიშვნას დაამთხვიეს.