ავსტრალიაში ავტომობილის სანომრე ნიშნებს ემოჯი დაემატება. უჩვეულო იდეა ქუინსლენდში გაუჩნდათ და მისი მიზანი ავტომოყვარულთა ფანტაზიების რეალიზებაა.
ამიერიდან ავსტრალიელ მძღოლებს საშუალება მიეცემათ, რომ თავისი პერსონალური სანომრე ნიშნები შექმნან და მათ სასურველი „სმაილი“ დაურთონ. ახალი სერვისი მომავალი თვიდან ამოქმედდება და ბუნებრივია, მისი მიღებისთვის ავტომობილის მფლობელებს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ემოჯის რაიმე კონკრეტული დანიშნულება არ ექნება და მხოლოდ გასართობად გამოიყენება, შესაბამისად ყველა მძღოლს მისთვის მისაღები ემოჯის შერჩევა შეეძლება.
სიახლეს სოც-ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოყვა და ადგილობრივთა უმრავლესობას ერთი სული აქვს სანომრე ნიშანი განაახლოს.
–