ავსტრალიაში ყოველწლიურად გამოდის კალენდარი მეხანძრეების გამოსახულებით. გამოცემის ტირაჟი რამდენიმე ათას ერთეულს შეადგენს და ის ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში იყიდება. ხოლო ის, ვინც მის ბეჭდურ ვერსიას ვერ მოიპოვებს, ონლაინ-ფორმატში მისი მფლობელი 20 დოლარად გახდება.
კალენდრის გაყიდვებიდან შემოსული თანხით ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებიან. 1993 წლიდან ინიციატივის ავტორებმა 2,1 მილიონი დოლარი მოაგროვეს.