LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ავსტრალიელი მეხანძრეები

ავსტრალიელი მეხანძრეები

ახალი კალენდრისთვის სპეციალურად შეარჩიეს ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მეხანძრეები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე, ხან ცხოველებით ხელში, ხანაც ულამაზესი პეიზაჟების ფონზე პოზირებენ.
ავსტრალიელმა მეხანძრეებმა კვლავ გაიხადეს და კვლავ ქველმოქმედებისთვის: ქსელში ტრადიციული კალენდრის ფოტოები მოხვდა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა კეთილ საქმეებს მოხმარდება.
ავსტრალიაში ყოველწლიურად გამოდის კალენდარი მეხანძრეების გამოსახულებით. გამოცემის ტირაჟი რამდენიმე ათას ერთეულს შეადგენს და ის ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში იყიდება. ხოლო ის, ვინც მის ბეჭდურ ვერსიას ვერ მოიპოვებს, ონლაინ-ფორმატში მისი მფლობელი 20 დოლარად გახდებით.