ავსტრალიის აეროპორტში პასპორტებს აღარ შეამოწმებენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ტრადიციულ მეთოდს კონტროლის მაღალტექნოლოგიური სისტემა ჩაანაცვლებს. „The Sydney Morning”-ის ინფორმაციით, სისტემის დანერგვა 2020 წლიდან იგეგმება და ის ძირითადად უცხოელ სტუმრებზე იქნება ორიენტირებული.
რაც შეეხება უახლეს ტექნოლოგიას, ის ადამიანის სახისა და თვალების სკანირებას მოახდენს და მათ ავტომატურად პასპორტის მონაცემებს შეადარებს. ეს პროცესი იმდენად სწრაფი იქნება, რომ სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება. საინტერესოა, რომ პროექტი 2017 წლის ივლისიდან დაიწყება და 2019 წლისთვის ქვეყნის ყველა აეროპორტს მოიცავს.