LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში იყიდება სასახლე, სადაც მოცარტმა რეკვიემი დაწერა

167
1945-nazis-reportedly-ordered-bl

გენიალური კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბოლო სახლი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. New York Post-ის ინფორმაციით, საუბარი ავსტრიაში მდებარე კომპლექსზეა.

1130 წელს აშენებული სახლი ოთხ სართულს მოიცავს და მისი ფართობი 2,5 ათასი კილომეტრია. მთლიანობაში კომპლექსი 50 ოთახს აერთიანებს.

სწორედ ამ ადგილას მუშაობდა მოცარტი თავის ცნობილ „რეკვიემზე“, რომლის შეკვეთაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. სამგლოვიარო, სულის მოსახსენებელი მესა კანონიკურ ლათინურ ტექსტზეა დაწერილი. მოცარტის გარდაცვალების შემდეგ ნაწარმოები იოზებ ეიბლერმა და ფრანც ქსავერ ზიუსმარტმა დაასრულეს.

ამჟამად ცნობილი სასახლე კერძო მფლობელობაშია და წარსულში ის 13,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე ვაჭრობა 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები