საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიელ ინფლუენსერსა და პროფესიონალ მოთხილამურეს თაო კრაიბიჰს (Tao Kreibich) უმასპინძლა.
თაო კრაიბიჰმა, პრესტურის ფარგლებში, საქართველოში ოპერატორთან ერთად იმოგზაურა. იგი სვანეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო და ვიდეომასალა მოამზადა რეგიონის სამთო კურორტების, კულტურის, ბუნებისა და ხალხის შესახებ.
თაო კრაიბიჰმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს შესახებ სთორები და ვიდეო რგოლები განათავსა.
