LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის ელჩმა გახარიას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

88
gaaaaax

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მულმანმა გაცნობითი გახსიათის შეხვედრა გამართეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

გიორგი გახარიამ საუბრისას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას ხაზი გაუსვა და ავსტრიას მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას დაეთმო. ასევე, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) წარმატებულ თანამშრომლობზეც ისაუბრეს.

თომას მულმანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ავსტრიელი მონიტორების ჩართულობას აფასებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მეგობარ სახელმწიფოს მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა, სხვადასხვა სფეროზე პანდემიის უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე. ამ საკითხზე პრემიერმა განაცხადა, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის ტურიზმი პრიორიტეტული სექტორი იქნება და ქვეყანა ავსტრიელ ვიზიტორებს მომავალშიც სიხარულით უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g