დასავლური მედია ავსტრიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ხვალ, 11 აპრილს რუსეთში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ვიზიტის მიზანი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობაა.
ნეჰამერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბერლინი, ბრიუსელი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა. ნეჰამერი ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდა.
ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.