რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს“. პესკოვის განცხადებას რუსული მედია „რია“ ავრცელებს.
„ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.