LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ჭრიკიშვილი მედალს ვერ შეწვდა

97

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი რიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.

საქართველოსთვის მეორე მედლის მოპოვების შანსი სწორედ მას ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. იაპონელმა ჭრიკიშვილი იუკოთი დაამარცხა.

25 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი – სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა.

1/4-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ მატეო მარკონჩინის ვაზარ-იუკოთი მოუგო. ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g