LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ცქვიტინიძე მომხმარებელს განახლებულ ”ავთანდილ 73”-ს სთავაზობს

396

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე მომხმარებელს განახლებულ გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას ”ავთანდილ 73”-ს სთავაზობს.

როგორც დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბარში განაცხადა, კოლექცია შეიქმნა იმ გოგონებისთვის, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იყვნენ დამოუკიდებლები, ძლიერები და განსხვავებულები.

მისივე ინფორმაციით, კომპოზიციებმა საზოგადოებაში უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც შეეხება ავთანდილის ”ლუქს”-ს , ზამთრის კოლექცია მილანისა და პარიზის შოურუმებში იყო წარმოდგენილი, საიდანაც დიზაინერი 14 მარტს დაბრუნდა და მსოფლიოს წამყვანი ”Buyer”-ებისგან უამრავი შეკვეთა მიიღო.

”მოდის ძალიან ბევრმა ბლოგერმა და კრიტიკოსმა გააშუქა ეს კოლექცია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჯამში, ჩემი ბრენდისთვის მსოფლიო ბაზარზე წარმატებულად დაიწყო მომავალი ზამთრის, ხოლო ქართულ ბაზარზე გაზაფხული-ზაფხულის სეზონი, რომლისთვისაც ასე ვემზადებოდი. ვფიქრობ, ვახარებ ჩვენს მომხმარებელს და ვცდილობ, რომ იყვნენ Fashion გოგონები ”- აღნიშნა დიზაინერმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები