დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს. ”FM შოპინგი” დიზაინერს ესაუბრა, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
– როგორი ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი თქვენი ახალი კოლექცია?
– ჩემი მუზა კლუბების და კაფეების მოყვარული გოგონაა. ანუ ისინი, ვისაც პრეტენზია აქვთ ”მაგარი ტიპობაზე”. კოლექციის იდეა ვარდ შუმახერის ნამუშევრებმა შთამაგონა. მოგეხსენებათ, რომ მისი კედლის მხატვრობა ბერლინში ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, ბერლინის ქუჩები კი – პროტესტანტების შთაგონების წყარო იყო.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კოლექცია ქართველ ქალბატონებზე?
– ქართველ ქალბატონებს მშვენიერი გემოვნება აქვთ. დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი ქალი მოირგებს ჩემს მოდელებს, რომელიც უკვე ვოგის მთავარ გვერდზე დაიდო. საკმაოდ კარგი შეკვეთები მივიღეთ საზღვარგარეთიდანაც.
– რა არის სეზონზე ყველაზე აქტუალური?
– ყველაზე აქტუალური პრინტებიანი მოდელებია. ბესტსელერია ვიწრო ჯინსებიც, რომელიც კარგად ზის სხეულზე, თან ქუსლიან ფეხსაცმელსაც უხდება და დაბალძირიანსაც. კარგია, თუ ამ ყველაფერს დიდი აქსესუარები, თავისუფალი, თხელი ქსოვილის დაჭრილსარჩულიანი ”პალტოც” დაემატება. ბეწვი უკვე მეორე სეზონია მოდაში აღარაა, ის მხოლოდ აქსესუარის სახითაა დასაშვები. შლაქსის ტიპის შარვლები რთულად მოსარგები მოდელია, თუმცა მსოფლიო ტრენდები ხშირად გვთავაზობენ და ძალიან აქტუალურია. თვითონ მოდელია ძალიან ლამაზი, მაგრამ საქართველოში რატომღაც ვერ დამკვიდრდა.
– მამაკაცებისთვის რა არის ყველაზე აქტუალური?
– მათთვის მარტივია ტანსაცმლის შერჩევა – ხელით ნაქსოვი შარფი, თხელი მანტო, კარგი ჯინსის შარვალი ლამაზი კუბოკრული თეთრი პერანგით და ტყავის ქურთუკი.
ქურთუკი 250ლარი, კაბა 270 ლარი, ჩექმა 450 ლარი, გამაში 50 ლარი
ჩექმა 450 ლარი, გამაში 50 ლარი
პერანგი ფასდაკლებით 85 ლარი, შარვალი 60 ლარი
ჟილეტი 125 ლარი, პერანგი 75 ლარი, ბომბერი 60 ლარი, ჯინსი 150 ლარი
ჟილეტი 125 ლარი, ბომბერი 60 ლარი, პერანგი 75 ლარი
ჟაკეტი 75 ლარი, მაისური 35 ლარი, შარვალი 70 ლარი
კაბა 260 ლარი
მაისური 70 ლარი
პერანგი 170 ლარი, შარვალი 210 ლარი
პალტო 300 ლარი
პალტო 330 ლარი
კაბა 280 ლარი, ფეხსაცმელი 360 ლარი
ფეხსაცმელი 360 ლარი
ფეხსაცმელი 350 ლარი
ბოტასი ფასდაკლებით 120 ლარი
ფეხსაცმელი 370 ლარი
ფეხსაცმელი 360 ლარი
ფეხსაცმელი 320 ლარი
ფეხსაცმელი 360 ლარი


















