LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილი: „პანდემიის პერიოდში სრულიად საქართველომ გადაარჩინა ჩემი ბრენდი, დავაფასე ჩემი 25-წლიანი კარიერა…“

479
pagefdfdfdddd

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელმაც მოდის უახლეს ტენდენციებზე ისაუბრა.

რა ხდება მოდის ინდუსტრიაში, რა ტენდენციები გამოიკვეთა და იმოქმედა თუ არა სტილზე პანდემიამ?

რა თქმა უნდა, იმოქმედა, ყველა გადავიდა სპორტულ სტილზე, ყველა გადავიდა უფორმო ნივთებზე, ამ პერიოდში, როდესაც მოდას „ფეშენ“ განხრით კრიზისი ჰქონდა, აღორძინდა სპორტული ტიპის ბრენდები, მათთვის იდეალური პერიოდი გამოდგა.

რაც შეეხება ცნობილ ბრენდებს, ძალიან დიდი გადაფასებები მოხდა, აღარ არის აჭირო ამდენი ერთეულის კერვა, ხალხმა კარგად გააცნობიერა, თუ რა რაოდენობის თანხები ეხარჯებოდა ნივთებში. ამ პერიოდმა გვანახა, რომ მრავალჯერადი ნივთის ტიპები უნდა შევიძინოთ, უნდა იყიდო უფრო ემოცია, ნივთები, რომლებიც გეძახის. ინდივიდუალიზმი წამოვიდა უფრო წინ, ბოლო პერიოდში უკვე ყველაფერი ერთნაირი იყო. მსოფლიო ბრენდებიც მომხმარებლებს არგებენ თავის დიზაინს. პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე დავრჩი და დავაფასე ჩემი 25-წლიანი კარიერა, სრულიად საქართველომ ჩემი ბრენდი გადაარჩინა, იყო საოცარი გაყიდვები, ძალიან მადლიერი ვარ.

რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე, რა ჩავიცვათ, როგორი სუფრა გავაწყოთ და როგორ შევხვდეთ 2022 წელს – ნინა ხომერიკი გირჩევთ

რას ველოდოთ 2022 წელს, რა ტენდენციები იქნება წამყვანი?

შეიცვალა სილუეტები, დავიწროვდა, ასევე  დადაბლდა წელი, სათავეები, შემოდის ძალიან მინიქვედაბოლოები, კანი სხვადასხვა ადგილას უფრო მეტი ჩანს, მსოფლიოში „ოვერსაიზ“ თემები ამოიწურა.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ჩვენ ერთი სეზონით ადრე ვემზადებით ხოლმე, ახლა უკვე მზადდება მომავალი წლის ზამთრის კოლექცია და მიდის მილანის საერთაშორისო შოურუმში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შოურუმს პანდემიის დროსაც არ ჰქონია შეფერხებები. ასევე ვაკეთებ ქართველი მომხმარებლებისთვის პატარა „კაფსულა კოლექციას“, რომელიც მაღაზიებში მხოლოდ 10 დღით, წინასაახალწლო პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი. პარალელურად გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვისაც ვემზადებით. როდესაც იმას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს, ეს უკვე დასვენებაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები