ჰოლივუდის ვარსკვლავმა და „ბიზნეს ვუმენმა“, პერის ჰილტინმა მეუღლესთან, კარტერ რუმერთან ქორწინების ფიცი განაახლა. 45 წლის პერისმა „ინსტაგრამზე“ ცერემონიის ფოტოები განათავსა, რომელიც „სიყვარულის დღეზე“, ვალენტინობაზე შედგა.
წყვილის მეორე ქორწილი კაიკოსის კუნძულებზე გაიმართა, პერისის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე.
„ხუთი წლის შემდეგაც ის კვლავ აჩქარებს ჩემი გულისცემას. ვალენტინობის დღეს ჩემმა სიყვარულმა ისევ მთხოვა ხელი და გული, და მე ისევ ვთქვი დიახ“, – დაწერა პერისმა.
შეგახსენებთ, რომ პერის ჰილტონი და კარტერ რუმერი 2021 წელს დაქორწინდნენ. 2023 წელს წყვილს რამდენიმე თვის ინტერვალით ორი შვილი, ვაჟი, ფენიქსი და ქალიშვილი, ლონდონი შეეძინა. ორივე ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით დაიბადა.
პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსად ტრანსფორმირდა
ფოტო/ვიდეო: „მე საჩუქარი ვარ“ – პერის ჰილტონის შთამბეჭდავი საშობაო ფოტოსესია