LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტოავარიები და მათგან გამოწვეული მსხვერპლი ბუნებრივად შემცირდება“ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით გამოდის

155
Untitled design (3)

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ლეტალობის და მძიმე ტრავმების სტატისტიკა შემცირდეს – საკითხზე დღეს, 25 ივლისს,  “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა  ბრიფინგზე ისაუბრა.

ლალიაშვილის განცხადებით, გასულ წელს 450-მდე ადამიანი დაიღუპა, 7 700-მა კი მძიმე ტრავმა მიიღო.

ეკა ლალიაშვილი: “თუ მე გადავაჭარბებ სიჩქარეს უნდა ჩამომაკლდეს ქულა, ეს მოლოდინი როცა მექნება, როგორც მძღოლს, ძალიან კარგად დავიცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ნურავინ იტყვის, რომ ევროპაში უფრო კანონმორჩილები არიან და ჩვენ ეს არ შეგვიძლია”

როგორც ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, საგზაო უსაფრთხოება საჭიროებს მუდმივ მუშაობას და საჭიროა უხეში დარღვევების შემთხვევაში, ქულათა სისტემის აღსრულება ჭკვიან კამერებთან უნდა იყოს მიბმული:

“სიჩქარის გადაჭარბების დროს, ვებრძვით იმ დამრღვევ მძღოლებს, რომლებიც უხეშად არღვევენ და არ იცავენ წესებს. მხოლოდ ფულადი ჯარიმა საკმარისი არ არის, რადგან ამ კატეგორიის მძღოლებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ ხოლმე ჯარიმის გადახდაზე. მათი შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა ქულათა უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება.

ლეტალობის და მძიმე დაზიანებების გამომწვევ დარღვევებში ერთ-ერთი წამყვანი არის სიჩქარე, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება და ა.შ. ამიტომ, ქულათა სისტემის აღსრულება უნდა იყოს მიბმული ჭკვიან კამერებთან, რადგან მძღოლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მათი დარღვევები პასუხგაცემულია. სხვა შემთხვევაში პოლიციის ადამიანური რესურსი უბრალოდ არასაკმარისია იმისათვის, რომ ადმინისტრირება ეფექტიანად განახორციელოს”, – განაცხადა ლალიაშვილმა

მან საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ ბევრი გამოწვევები რჩება:

“რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემცირდეს ლეტალობა და მძიმე ტრავმა – საჭიროა როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კანონების ადმინისტრირება, ვიზრუნოთ უსაფრთხო ავტომობილებზე და შევცვალოთ ადამიანის ქცევა უკეთესობისკენ.

თუ შევძელით და ეს მიმართულებები მაღალ ხარისხში ავიყვანეთ, ავტოავარიები და მათგან გამოწვეული მსხვერპლი ბუნებრივად შემცირდება. 

გამოწვევები საკმაოდ ბევრი რჩება. შემოდგომიდან დაიწყება საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა სიჩქარის გადაჭარბებაზე – თუ 40 კმ/საათის სიჩქარეზე ზემოთ გაიარა მძღოლმა, ასევე დრიფტი – უკანონო რბოლა ქალაქის გზებზე. ვიცით, რომ ეს რბოლები ტარდება დასახლებულ პუნქტებში, არაერთი ადამიანი ვიცით, რომელიც უკანონო რბოლების გამო დაიღუპა.

ამიტომ ეს ცვლილება მისასალმებელია – 30 ქულის ჩამოკლება და ასევე ფულადი ჯარიმა, ვფიქრობ ეს კანონი მეტ-ნაკლებად შეაფერხებს და ამ ტიპის მძღოლებს სტიმულირებას მისცემს რომ ავტოდრომზე გადავიდნენ და რბოლა იქ განახორციელონ, სადაც დასახლებული პუნქტი არ არის”, – აღნიშნა ლალიაშვილმა.

mazda magti 5g