ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.