LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო

88

მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით ხორციელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით  ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. “ავტობუსების შემოყვანა  მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და შესაბამისად, გაზაფხულზე დასრულდება ამ ავტობაზის მშენებლობა. აქ მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება,“ – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი,რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს. მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება და სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს კომპანია „მანის“ ახალ ავტობუსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები