ამერიკელ ავტოდილერს ორი თვის განმავლობაში 40 მანქანა მოპარეს. შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. ბოროტმოქმედები Nissan-Infiniti-ს 2 თვის განმავლობაში ძარცვავდნენ და ათობით ავტომობილის გატაცება მოახერხეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დილერის ცენტრში, სადაც ერთდროულად ასობით ავტომობილი ინახება, ქურდობას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ. დამნაშავეები „ნისანს“, კვირაში რამდენჯერმე ძარცვავდნენ, ისინი გასაღებს ავტომობილზე დამაგრებული ყუთიდან იღებდნენ და სალონს მშვიდად ტოვებდნენ. ქურდობის შესახებ კი სრულიად შემთხვევით გაიგეს. შტატის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა ინფინიტი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა მოპარული იყო. ამის შემდეგ Nissan-Infinit-მა ინვენტარიზაცია ჩაატარა და 40 ავტომობილის დაკარგვა აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის სამართალდამცავებმა 15 ადამიანი დააკავეს და დილერს 25 ავტომობილი დაუბრუნეს.