ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ავტოფარეხების ნაცვლად სკვერს აწყობენ.
ისნის გამგეობამ პროექტი, ავტოფარეხების დემონტაჟის სანაცვლოდ შეიმუშავა.
პროექტის ღირებულება 87 890 ლარია, სამუშაოები ივნისში დასრულდება.
ინფორმაციას „ფეისბუქზე“ მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.