იაპონიის ერთ–ერთ ავტოფარეხში ლეგენდარული Toyota Supra იპოვეს. სარბოლო მოდელმა 20 წელზე მეტი უმოძრაოდ გაატარა და სერიოზული აღდგენა ესაჭიროება.
Toyota Supra Castrol TOM’S ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი იაპონური სარბოლო ავტომობილია. მოდელის დებიუტი 1995 წელს All Japan GT–ის ჩემპიონატზე შედგა. მისი შექმნისას ინჟინერებს სურდათ, რომ Nissan Skyline GT-R–ის ღირსეული კონკურენტი შეექმნათ. ამ იდეის რელიზებისას მათ „სუპრას“ ორი ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი დაუმონტაჟეს და აგრეგატს 493 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. 1995 წელს ეს სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ Toyota–ს ჩემპიონატი მოეგო.
ავტომობილი სარბოლო ტრასაზე ბოლოს 1998 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, მოდელმა უკანასკნელი 22 წელი ავტოფარეხში, უძრავად გაატარა და ამიტომ სერიოზული შეკეთება ესაჭიროება.