LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოგაზის გაყიდვა 35-40 %-ით შემცირდა

86

ბენზინის გაიაფებამ  ავტოგაზზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა.  როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ეკო გაზში” განუცხადეს, ბოლო სამი თვეა ავტოგაზის გაყიდვები რეკორდულად შემცირდა.

”ბენზინის გაიაფებამ ჩვენს პროდუქტს გაყიდვების კუთხით პრობლემები შეუქმნა. მოთხოვნა თითქმის 35-40%-ით შემცირდა. თუმცა, ამ ეტაპზე გაზის გაიაფებას მაინც ვერ ვახერხებთ, რადგან პროდუქტის შესყიდვის ფასი იგივეა, რაც თვეების წინ იყო”, – განაცხადეს ”ეკო გაზში”.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, აპრილიდან ავტოგაზის შესასყიდი ფასები დაეცემა, რასაც გაზის გაიაფებაც მოჰყვება.

”პროდუქტს ჩვენ კომპანია ”სოკარისგან” ვყიდულობთ. როგორც ამბობენ, აპრილში ავტოგაზის შესასყიდი ფასი 35-40 დოლარით გაიაფდება, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ გაზი გავაიაფოთ”, – განმარტეს კომპანიაში.

ამ ეტაპზე ”ეკო გაზში” საწვავი 1,28 თეთრი ღირს, თუმცა შესასყიდი პროდუქტის გაიაფების შემდეგ, აქ  ფასების 10-15 თეთრით კლებას პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g