LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოკატასტროფა ბოლივიაში – დაღუპულია 24 ადამიანი

1550551072-52816404_10218847030909244_7807228251717238784_n

ავტოკატასტროფის შედეგად ბოლივიაში 24 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ბოლივიის ქალაქ პოტოსის მახლობლად, ავტომაგისტრალზე ღამით მოხდა.

სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდგარ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რომელსაც მაშუქები არ ჰქონდა ანთებული.

გარდაცვლილთა შორის შვიდი წლის გოგონაა. ავტობუსში სულ 44 მგზავრი იმყოფებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლივიაში ყოველწლიურად ავარიების შედეგად, საშუალოდ ათასი ადამიანი იღუპება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები