LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ათამაშეთ სხვა კაცი: ბოლივიას ორი წაგება ჩაუთვალეს

54

ბოლივიას ორი წაგება ჩაუთვალეს მოედანზე პარაგვაელის გაყვანისთვის.
საუბარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზეა.
ბოლივიელებმა ფაქტობრივად დაკარგეს მუნდიალზე წასვლის შანსი.

ბოლივიის ნაკრებმა 1 სექტემბერს პერუს 2:0 მოუგო, 6 სექტემბერს კი სტუმრად ჩილესთან 0:0 ითამაშა.

ორივე შედეგი გაუქმდა, ბოლივიას კი ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა. საქმე ისაა, რომ მათ რიგებში გამოვიდა 33 წლის მცველი ნელსონ კაბრერა. ”ბოლივარის” ფეხბურთელს 2007 წელს პარაგვაის ნაკრებში ერთი თამაში აქვს ჩატარებული

მართალია მას ბოლივიური პასპორტი აქვს, მაგრამ 5 წელი არ გასულა, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ამიტომ ბოლივიის ნაკრებში თამაშის უფლებაც არ ქონდა. გარდა ამისა, ბოლივიის ფეხბურთის ფედერაცია 12 ათასი შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები