LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომანქანა, სავარაუდოდ, ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა – თვითმხილველები ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ ავარიაზე

1571
fot

დღეს, 3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, 6 ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

5 დაღუპული და 1 დაშავებული | ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან

5 დაღუპული და 1 დაშავებული | ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

 

კადრებს ადგილიდან „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები